შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა. დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი 1901 წელს. მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებზე; 1907-1923წწ. საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს ახლად გახსნილი 9–კლასიანი სკოლის ხელმძღვანელად და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად; 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეჯოს განათლების განყოფილებას, პედაგოგიურ კაბინეტებს და სხვადასხვა პედაგოგიურ–მეთოდურ სექციას; ჟურნალ "ნაკადულში" განაგებდა საბუნებისმეტყველო განყოფილებას; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში; მისი რედაქციით ქართულ ენაზე პირველად გამოვიდა სასწავლო გეოგრაფიული ატლასი და ნახევარსფეროების რუკა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |