The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა გულორდავა

მარიკა გულორდავა
Date of birth:29 August, 1985  (39 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე 2004 წლიდან; დაამთავრა მილანის(იტალია) ლა სკალას ვოკალური ხელოვნების აკადემია 2011 წელს.

თბილისის კონსერვატორიის და ლა სკალას აკადემიაში  სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი პარტიები შემდეგ სპექტაკლებში: ტატიანას პარტია(პ. ჩაიკოვსკი, "ევგენი ონეგინი" ), იოლანტას პარტია(პ. ჩაიკოვსკი "იოლანტა"), ვილოეტას პარტია(ჯ. ვერდი, "ტრავიატა"); 2008 წელს ქ. კალიარის(სიცილია) ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა ჭაბუკის პარტია ნ. რიმსკი–კორსაკოვის ოპერაში "თქმულება ქალაქ კიტეჟზე"; 2011 წელს  ლა სკალას თეატრში ბერენიჩეს პარტია როსინის ოპერაში "შემთხვევა გხდის ქურდად"; 2007-2012წწ. წარმატებით გამოდის ევროპის სხვადსხვა სცენებზე; მიღებული აქვს მ. კაბალიეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია (2007), პ. ჩაიკოვსკის სახელობის XIII საერთაშორისო კონკურსის III პრემია (2007), ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა IV რესპუბლიკური კონკურსის I პრემია (2007). მომღერალი(სოპრანო).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.196; აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობის ვებ-გვერდი: abculture.gegza.kvirispalitra.ge


Share: