შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატა მურვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1991 წელს. 1993 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მთავარი როლები შეასრულა სპექტაკლებში: რუსთაველის თეატრში - კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია"(1992); კინომსახიობთა თეატრში - აკუტაგავს "ცხოვრება იდიოტისა"(1994); მარჯანიშვილის თეატრში მილერის "სეილემის პროცესი(1994), "მეფე ლირი" (1995), ოცდამეთვრამეტე(1996); კინოფილმებში: "მხოლოდ ერთხელ" (1991), "იავნანა" (1992) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.243 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |