The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გულუა

დავით გულუა
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და მექანიზაციის ფაკულტეტი 1978 წელს; იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1992 წელს აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის საბრძოლო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კორპუსის მეთაურის მოადგილე; 1992 წლის დეკემრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი; 1996 წლიდან საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1997 წლიდან სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2003-2008წწ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი; გენერალ–მაიორი (1993), ვიცე–ადმირალი (2008).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.199; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.143

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: