The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენრიხ მურადიანი

გენრიხ მურადიანი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტი 1993 წელს.

1967-1969წწ. იყო თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის მუშა; 1969-1971წწ. სამხედრო მოსამსახურე; 1972-1982წწ. საწარმოო გაერთიანება "სიხარულის" ბრიგადირი; 1982-1990წწ. თბილისის ქალაქკომის ცკ ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, ისნის რაიკომის მდივანი; 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998 წლიდან ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 2000-2003წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2004 წელს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის მოადგილე; 2005-2007წწ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 242; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.264; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • სომხური კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება, პრეზიდენტი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი
  • 1994 - ღირსების ორდენი

გააზიარე: