შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მუნჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1970 წელს მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტი. 1959-1965წწ. იყო თბილისის მე-10 სამუსიკო სკოლის გუნდის, ხოლო 1963 წლიდან თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი; 1970-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი; 1986-1988წწ. ულან-ბატორის საოპერო თეატრის მათვარი ქორმაისტერი; 1988 წლიდან კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პროფესორი; 1975 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, რომელსაც იგი 32 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; გამოცემული აქვს ქართული საგუნდო მუსიკის სამი გიგანტური ფირფიტა და 3 კომპაქტური დისკი. ქართველი ლოტბარი, დირიჟორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 242; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |