The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გელოვანი

დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო რუსთავის სეს–ი, სამრეწველო ექიმი; 1965–1968წწ. თბილისის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბიოქიმიის სექტორის უფროსი ლაბორანტი; 1968–1976წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1978წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი ბაქტერიოლოგი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან კი– დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ჰიგიენა და მუშათა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიწისქვეშა გამონამუშევრებში ვერცხლის წყლისა და ტყვიის შემცველი დეტონატორების გამოყენებისას", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.61; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: