The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო ბერაძე

ოფიციალური სახელი:გრიგოლ ბერაძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955–1958წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ–მოცეკვავე; 1958–1962წწ. ცეკვავდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში; 1968 წლიდან იყო საქართველოს მოდისა და ჩაცმის კულტურის სახელმწიფო ცენტრის მთავარი ინჟინერი, 1971 წლიდან დირექტორი. ასრულებდა ცეკვებს: "ფარიკაობა", "მთიულური",  "ყაზბეგური" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1957 - მსოფლიო ახალგაზრდობის VII ფესტივალი(მოსკოვი), ორი ვერცხლის მედალი
  • 1955 - მსოფლიო ახალგაზრდობის V ფესტივალი(ვარშავა), I პრემია, ოქროს მედალი

გააზიარე: