შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბეჟიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; კითხულობდა ზოგადი ფსიქოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის, გორის, თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |