The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერშონ ბენ–ორენი

გერშონ ბენ–ორენი
ოფიციალური სახელი:გერშონ წიწუაშვილი
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს.

1972 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მუშაობდა იერუსალიმის ბენ–ცვის სახელობის ინსტიტუტში (რომელიც ებრაელთა დიასპორის საკითხებს შეისწავლის) და ქალაქ ლოდში  ჰაბერმანის სახელობის ლიტერატურის კვლევის ინსტიტუტში. იკვლევდა  ქართველ ებრაელთა ენას, ლიტერატურასა  და ისტორიას. მისი ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატია "საქართველოს ებრაელთა ისტორია კომუნისტურ რეჟიმამდე" დაიბეჭდა მისივე კონსულტაციით გამოცემულ წიგნში "ოქროს საწმისის ქვეყანაში. საქართველოს ებრაელთა ისტორია და კულტურა" (თელ–ავივი, 1992 წელი). აღსანიშნავია გერშონ ბენ–ორენის გამოკვლევები ქართველ ებრაელთა მეტყველების შესახებ, ებრაულ–ქართული და ქართულ–ებრაული საენათმეცნიერო ლექსიკონი. ქართულ–ებრაული კულტურულ–ისტორიული ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ებრაული ბიბლიის ქართული თარგმანი (ხუმაში, თორას ხუთწიგნეული). ებრაელი აღმოსავლეთმცოდნე–სემიტოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.397

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ებრაული ბიბლიის ქართული თარგმანისათვის(ხუმაში, თორას ხუთწიგნეული).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: