Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მუმლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს, ასპირანტურა 1989 წელს. 1991-1996წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სისტემაში იურიდიული სამსახურის უფროსად; 1993-1995წწ. საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი;1989-2007წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს კერძო დაცვითი კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი;1996-1997წწ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2000-2001წწ. შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე; 2002-2003წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში; 2004 წელს საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ზესტაფონის №51 საარჩევნო ოლქიდან; 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2011-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება – "პოლკოვნიკი". მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. სამართლის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიზეზობრიობის პრობლემის ევოლუცია კრიმინოლოგიაში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 241; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.264; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.121 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |