The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გუმბარიძე

გივი გუმბარიძე
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1969წწ. ცენტრალური სახელმწიფო არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1977წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მთარგმნელი, უფროსი ინსტრუქტორი, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 1977-1983წწ. საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე, 1983-1985წწ. საქართველოს კპ-ს ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი; 1985-1989წწ. საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1990წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომუნისტური პარტია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.202; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 139; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.115-116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, პირველი მდივანი (1989-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი, პრეზიდიუმის თამჯდომარე (1990-1991)
  • საქრთველოს სსრ უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (1989-1990)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭო, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: