The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო მრევლიშვილი

სანდრო მრევლიშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1940  (78 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1966წწ. იყო სოხუმის დრამატული და 1966-1973წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი; 1966 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1973 წლიდან "მეტეხის თეატრის" რეჟისორი; 1996 წლიდან სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის თეატრალური სახელოსნოს ხელმძღვანელი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მსახიობის ოსტატობის მიმართულებით. დადგმული აქვს 100-მდე სპექტაკლი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1977-)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1977 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: