The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გუნია

გიორგი გუნია
Date of birth:19 October, 1938
Date of death:30 March, 2001  (at 62 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს.

1970-1982წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1980-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მთავარ მხატვრად; 1987-1996წწ. მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად; 1990 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 1992 წელს ამავე უნივერსიტეტში დაარსა თეატრალურ–დეკორაციული ფაკულტეტი; ეწეოდა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას; აქვეყნებდა ქართული სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიებს, აფორმებდა გამოფენებს და სადღესასწაულო კონცერტებს; 1964 წლიდან გააფორმა 70–ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში: ჟ. ანუის "ანტიგონე" (1968), ჟ. პ. სარტრის "ეშმაკი და უფალი ღმერთი" (1995), მ. მრევლიშვილის "წმ. შუშანიკის წამება" (1968), ვ. რასპუტინის "იცოცხლე და გახსოვდეს" (1983), კ. მახარაძის "ბაგრატიონები" (1994), ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" (1964); სცენოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.205

Awards and Honors

  • 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი

Bibliography


Share: