შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მოცრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ითხვისი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება 1979 წელს. 1979 წელს პროკოპიევსკის რკინა-ბეტონის ქარხანა, კემეროვოს ოლქი, არმატურის საამქროს ოსტატი; 1979-1980წწ. არმატურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1980-1982წწ. არმატურის საამქროს უფროსი; 1982-1983წწ. დამყალიბებელი საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგი; 1983 წელს ბეტონის საამქროსა უფროსი; 1983-1985წწ. დირექტორის მოადგილე; 1985-1986წწ. საამქროს უფროსი პროკოპიევსკის მსხვილპანელიანი სახლსაშენებელი ქარხანა; 1986-1988წწ. მთავარი ინჟინერი; 1988-1989წწ. მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1989 წელს ქ. ჭიათურა, "საქშახტმაღლმშენის" სამმართველოს ოსტატი; 1989-1991წწ. საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1991 წელს, ქ. ჭიათურის პრეფექტურა, ითხვისის საკრებულოს მდივანი; 1991-1992წწ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუშაობის მთავარი სპეციალისტი; 1992-1994წწ. ქ. ჭიათურის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1995წწ. სახელმწიფო წარმომადგენელი სააქციო საზოგადოება "სამრეწველო საწარმოო კომბინატი" ქონების მართვის სამინისტრო; 1995 წელს ს.ს. ჭიათურმანგანუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სოციალისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №56 ჭიათურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 240; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.263; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |