შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური მოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი გერმანული და ფრანგული ენების სპეციალობით 1963 წელს. გაიარა გზა ლაბორანტიდან ინსტიტუტის რექტორობამდე. 1971-1973წწ. მუშაობდა ქ. იენის უნივერსიტეტში; 1976-1995წწ. ხელმძღვანელობდა გერმანული ენის კათედრას თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში; 1995-2005წწ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2004 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის უცხო ენების კათედრის გამგე, პროფესორი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. არის საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების შემსწავლელი ინსტიტუტის - JNST პროფესორი(ქ. ვენა). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფრანგული ნასესხობანი გერმანულში", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სივრცობრივ-სემანტიკურ სეგმენტთა მოდელები "ვეფხისტყაოსნის" გერმანულ თარგმანებში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 240; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.265 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |