Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს. 20–იან წლებში მუშაობდა გ. პლეხანოვის სახელობის თეატრში; 1928 წლიდან კინოში მსახიობად და დამდგმელ რეჟისორად; გადაღებულია ფილმებში: "ნამდვილი კავკასიელი" (1931), "მზაღო და გელა" (1933); მეორე რეჟისორად იმუშავა ქართულ მხატვრულ ფილმებზე: "ჭრიჭინა" (1954), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958), "განგაში" (1968); 1965 წელს მისი რეჟისორობით აღდგა და გახმოვანდა ფილმი – "ახალგაზრდობა იმარჯვებს"; 1947-1954წწ. თბილისის კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: "ბალნეოლოგიური კურორტი" (1947), "კულტურის კერა" (1948), "სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული" (1950), "იალბუზზე ასვლა" (1950), "ჭიათურა" (1951), "მეხილეობა" (1953); კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.205 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |