შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნონა გუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1940-1959წწ. მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, საქართველოს ფილარმონიის ჯაზ–ორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ; 1962-1999წწ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების, მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგედ; 1991-1998წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის ხელოვნების რედაქციის კონსულტანტი ბალეტის დარგში, ქორეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე და არაერთი სტატიის ავტორი; მისი შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ქართული", "განდაგანა", "ხევსურული", "ქისტური" და საესტრადო – "რუმბა", "ლირიკური ცეკვა", "აღმოსავლური ცეკვა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.206 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |