The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო გუნია

დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1907
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1977  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზანათი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს.

1932-1962წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში, შემდეგ ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში; 1962-1977წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე; იკვლევდა ატმოსფერული ფიზიკის საკითხებს; დაამუშავა ელჭექის პროგნოზის მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების ოპერატიულ ქსელში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გეოფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: