შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1992წწ. იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1992წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1992 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს I ევროპული სამმართველოს უფროსი; 1992-1994წწ. სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მრჩეველი; 1994 წელს ფულბრაიტის სტიპენდიანტი სტანფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში; 1995 წლიდან მუშაობდა უფროს მრჩევლად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში. 1996 წელს იგი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში და ამავდროულად საქართველოს წარმომადგენლად ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2002-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში, 2006-2007წწ. შვეიცარიის კონფედერაციაში. დიმპლომატიური სამსახურიდან წასვლის შემდეგ ეკავა საგარეო საქმეთა მენეჯერის თანამდებობა კომპანიაში "Tethys Petroleum Limited"-ში. 2010 წელს ლევან მიქელაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დააფუძნეს მისი სახელობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ლევან მიქელაძის მდიდარი სამეცნიერო და დიპლომატიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მისი იდეებისა და ჩანაფიქრების აღსრულებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავღანეთის სოფლის მეურნეობის ტერიტორიული დიფერენციაცია", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.236; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი: mikeladzefoundation.org; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.197-198; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.119 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |