| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს; 1989 წელს ახალგაზრდობის ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი). 1974-1976წწ. იყო გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდა"-ს კორესპონდენტი; 1977-1986წწ. საქართველოს კომკავშირის ცკ-ს სხვადასხვა თანამდებობაზე ინსტრუქტორიდან კომკავშირული სკოლის დირექტორობამდე. არის მრავალი საგაზეთო სტატიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელმძღვაენლი კადრების ფორმირება, როგორც სოციალური მართვის პრობლემა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 235; ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.232
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

