The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცოტნე მირცხულავა

ცოტნე მირცხულავა
Date of birth:25 July, 1920
Date of death:2010  (at 89 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1953წწ. მუშაობდა "საქნავთის" სისტემაში, სადაც განვლო გზა ათისთავიდან ტრესტის მმართველის მოადგილის თანამდებობამდე; 1950-1997წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1955-1968წწ. წყალეკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1968-2005წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიას, აგრეთვე მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. მან პირველმა დაადგინა სხვადასხვა გრუნტის წარეცხვის კანონზომიერებანი და მისი პროგნოზირების მეთოდი. ბმული გრუნტების წამრეცხი სიჩქარის დადგენის ანალიტიკური მეთოდი, ამ გრუნტის წარეცხვის მოდელირების ხერხი და წყლისმიერი ეროზიის ინტენსიურობის პროგნოზირების მეთოდი. გამოქვეყნებული აქვს 600-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, 26 მონოგრაფია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლის ნაკადის გამრეცხი და დასაშვები სიჩქარეები ბმული გრუნტებისათვის და მათი განმაპირობებელი ფაქტორები", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 233; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.127; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.286

Member of Organizations

  • ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი
  • რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1973-)
  • ჰიდრავლიკური კვლევების ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1967-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ნიადაგისა და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა"
  • 1999 - საქართველოს ღირსების ორდენი
    მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის
  • 1980 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1977 - ლენინის ორდენი
  • 1974 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

Share: