The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბელოუსოვა–შოთაძე

თამარ ბელოუსოვა–შოთაძე
ოფიციალური სახელი:თამარ ბელოუსოვა
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1924
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 2013  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის კინომსახიობთა სკოლა 1944 წელს.

1944–1946წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, 1946 წლიდან კი თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ნინა(მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ბეატრიჩე(კ.გოლდონის"ორი ბატონის მსახური"), გლაფირა(ა.ოსტროვსკის "მგლები და ცხვრები"), სოფია(ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), დიანა(ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), პროტასოვა(ლ.ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ქეთო(ო. ჩიჯავაძის "თხუნელა"), ვარვარა კარპოვნა(კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.395

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: