The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ბელეცკაია

დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1914
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1974  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1937 წელს.

მუშაობდა საბავშვო წიგნის ილუსტრაციის დარგში. გაფორმებული აქვს ჰ.კ ანდერსენის (1956), ნ. ნაკაშიძის (1959), რუმინული (1956) და იუგოსლავიური (1960) ზღაპრების კრებულები. ქმნიდა დაზგური გრაფიკის ნიმუშებს. შერეული ტექნიკით შესრულებული ლინოგრავიურების და ფერადოვანი გრაფიკული ფურცლების ძირითადი თემა იყო საქართველოს ბუნება და ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები: "სვანეთი" (1958), "ხევსურეთი" (1964), "თბილისი" (1962–1969). მისი ყველა ნამუშევარი ინახება საქართველოს სურათების გალერეაში. გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.394

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: