The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



კახი კავსაძე

კახი კავსაძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1935  (82 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ადამი("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია("გუშინდელნი"), დევდარიანი("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი("რიჩარდ III"), კენტი("მეფე ლირი"), რასპუტინი("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან; 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 164;

          http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=762

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2009 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2001 - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი "იპო"
  • 1989 - ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: