The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ გუნცაძე

იოსებ გუნცაძე
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1934  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

საბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კვალითი.

დაამთავრა მონპელიეს(საფრანგეთი) აგრონომიული ინსტიტუტი 1887 წელს.

1908 წელს ზესტაფონში დაარსა სამომხმარებლო–საკრედიტო ამხანაგობა "იმერეთი", რომელსაც 1923 წლამდე ხელმძღვანელობდა; სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესასთან; ეწეოდა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას; აღმოაჩინა ვაზის დაავადება ჭრაქი; შეიმუშავა ბორდოს ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი და დაიწყო ვაზის შეწამლა; ფილოქსერის წინააღმდეგ პირველმა დაამყნო ამერ. საძირეზე ვაზი, რაც ფართოდ დაინერგა მევენახეობაში; საზღვარგარეთიდან შემოიტანა ახალი გაუმჯობესებული სასოფლო–სამეურნეო მანქანა–იარაღები, ხელსაწყოები და აპარატები; სასოფლო–სამეურნეო პროპაგანდის მიზნით ატარებდა საცდელ–საჩვენებელ სამუშაოებს, ექსპერიმენტებს, აჩვენებდა ახალ აგროტექნიკულ წესებს; ევროპელ მოწინავე მეღვინეთა გამოცდილების საფუძველზე ატარებდა სადემონსტაციო ცდებს ღვინის ტექნოლოგიის საკითხებზე; შეიმუშავა ქართული ვაზის ჯიშებისაგან ღვინის დაყენების რამდენიმე ხერხი; გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები; აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.207


გააზიარე: