The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა ბეიერი

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1981  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

მუშაობდა არქიტექტორად და უფროს არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში; 1953 წლიდან იყო "სოიუზგიპროტორგის" თბილისის ფილიალის არქიტექტორი; 1930–1940წწ. მის მიერ შედგენილი ტიპიური პროექტების მიხედვით აშენდა სოფლის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 1945–1950წწ. მუშაობდა კოლხეთის, აფხაზეთის, სამგორის, მესხეთ–ჯავახეთის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტებზე; არის რამდენიმე სავაჭრო და სამომსახურებო დაწესებულების პროექტის ავტორი  შავი ზღვის სანაპიროზე(ადლერი, სოჭი, ხოსტა 1960 წელი); 1936–1937წწ. და 1940–1941წწ. მონაწილეობდა ქალაქ–კურორტ წყალტუბოს პირველი გენერალური გეგმის დამუშავებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.392

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: