შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოიმიაკონი (იაკუტია), რსფსრ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს და ასპირანტურა. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას; 1990 წლიდან ტუბერკულოზთან ბრძოლის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი; 1991 წლიდან ბავშვთა რეაბილიტაციის ფონდ "ქაჯანას" პრეზიდენტი; 1993 წლიდან სახალხო მოძრაობის "ერთობა და კეთილდღეობა" ბავშვთა პრობლემების კომისიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან "სოციალურ და ჰუმანიტარულ ინიციატივათა ცენტრის" ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 233; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.258 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |