The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ მირიანაშვილი

მარიამ მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოიმიაკონი (იაკუტია), რსფსრ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს და ასპირანტურა.

ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას; 1990 წლიდან ტუბერკულოზთან ბრძოლის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი; 1991 წლიდან ბავშვთა რეაბილიტაციის ფონდ "ქაჯანას" პრეზიდენტი; 1993 წლიდან სახალხო მოძრაობის "ერთობა და კეთილდღეობა" ბავშვთა პრობლემების კომისიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან "სოციალურ და ჰუმანიტარულ ინიციატივათა ცენტრის" ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 233; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)

გააზიარე: