შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა გურამიშვილი![]()
ბიოგრაფიავახტანგ მეექვსის ლიტერატურული წრის წევრის, ირიცხებოდა მისსავე ამალაში, რომელიც 1724 წელს რუსეთში წავიდა და ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში; დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის წრესთან და ემიგრანტ მწერლებთან - დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან; დიდი პოეტური მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, ჩვენამდე მოაღწია მისმა სამიოდე ლექსმა, რომლებიც გიორგი ავალიშვილის ანთოლოგიამ შემოგვინახა, ერთ-ერთი მათგანია, მირიან ბატონიშვილის დაკვეთით დაწერილი, დავით გურამიშვილის მიბაძვით შეთხზული ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე", მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები ("იქმენ მშვიდ" და უსათაურო სახოტბო ლექსი), რასაც აშკარად ეტყობა დავით გურამიშვილის ზეგავლენა; გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნაში); გარდაიცვალა მოსკოვში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.209; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.106 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |