The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა გურამიშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

ვახტანგ მეექვსის ლიტერატურული წრის წევრის, ირიცხებოდა მისსავე ამალაში, რომელიც 1724 წელს რუსეთში წავიდა და ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში; დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის წრესთან და ემიგრანტ მწერლებთან - დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან; დიდი პოეტური მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, ჩვენამდე მოაღწია მისმა სამიოდე ლექსმა, რომლებიც გიორგი ავალიშვილის ანთოლოგიამ შემოგვინახა, ერთ-ერთი მათგანია, მირიან ბატონიშვილის დაკვეთით დაწერილი, დავით გურამიშვილის მიბაძვით შეთხზული ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე", მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები ("იქმენ მშვიდ" და უსათაურო სახოტბო ლექსი), რასაც აშკარად ეტყობა დავით გურამიშვილის ზეგავლენა; გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნაში); გარდაიცვალა მოსკოვში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.209; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.106

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: