The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ბეგიაშვილი

ოფიციალური სახელი:თედორე ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 1970  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ფანიანი. 

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარია. 1916 წელს დაამთავრა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სკოლებსა და ინსტიტუტებში; 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული და ქართული ლიტერატურის კათედრაზე; არის ფილოლოგიური, ფოლკლორისტული და პედაგოგიური-მეთოდოლოგიური გამოკვლევების ავტორი; მას ეკუთვნის წიგნი "ლიტერატურული საუბრები" (1929), ფოლკლორისტული წერილები "ახალი მოტივები თანამედროვე ფოლკლორში", "აკაკი წერეთელი და ქართული ფოლკლორი", "ქართული სიტყვიერების ისტორია". შეადგინა და გამოსცა ქრესტომათია "ქართული ფოლკლორი"(1941). ფოლკლორისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.388

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: