The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ბეგიაშვილი

დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1996  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1952–1958წწ. იყო მოსკოვის ნ. კრუპსკაიას სახელობის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1958–1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1974წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1974 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტების კათედრის გამგე. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ონტოლოგია, გნოსეოლოგია, ხელოვნების თეორია, თანამედროვე დასავლური ფილოსოფია და ფილოსოფიური პროზა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: