Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა მიმინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; 1993 წელს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იმპროვიზაციული მუსიკის ფაკულტეტი. 1980-1989წწ. იყო მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1990-1993წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. ჯაზ-ჯგუფ "ადიოს" წევრი; 1992-1993წწ. რუსთაველის თეატრის კომპოზიტორი; 1996-1997წწ. "Godin Guitars-ის(კანადა) და Blue Chip Music Technology-ს(გერმანია) საერთაშორისო პერფომერ-წარმომადგენელი, მსოფლიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მიწვეული დოცენტი; 1997 წლიდან ჯგუფ "შინის" წევრია. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ალგებრულ ტოპოლოგიაში. კომპოზიტორია სპექტაკლებისა: "ცხოვრება სიზმარია", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", "პალატა N6" და სხვ. გერმანიაში გამოსულია მისი კომპაქტ-დისკები. 10 ევროპული მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ძლიერი შეიპური თეორია", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 231 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |