The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა ქიტესაშვილი

ლელა ქიტესაშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტი 1996 წელს.

1990–1991წწ. იყო თიანეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის "ნორჩ ფოლკლორისტთა" წრის ხელმძღვანელი; 1991-1994წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანი; 1995–1997წწ. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფოტო–მასალების განყოფილების გამგე; 1997–2009წწ. თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი; 2006–2011წწ. ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "Everychild"–ის "თიანეთის ბავშვზე ზრუნვის დღის ცენტრი"–ს დირექტორი; 2011-2012წწ. ბიზნეს კომპანია "TBQ service"-ს დირექტორი და HR მენეჯერი; 2012-2014წწ. საქართველოს პარლამენტში ფრაქციის "ქართული ოცნება" მოწვეული სპეციალისტი; თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

წყარო: http://tianeti.org.ge/?m=3&sm=1

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ისტორიისა და ძეგლთა დაცვის თიანეთის რაიონული ორგანიზაცია , პასუხისმგებელი მდივანი (1989-1990)

გააზიარე: