The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ბეგალიშვილი

ბადრი ბეგალიშვილი
ოფიციალური სახელი:ბაადურ ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1958–1959წწ. იყო ზუგდიდის შ. დადიანის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1960–1961წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1960–1963წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1963 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ზურიკელა(ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), არისტო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ბაბაჯანა(ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები" ი. გრიშაშვილის მიხედვით), კურკა(გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი" მ. ჯავახიშვილის მიხედვით), დულიტლი(ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი", ბ. შოუს "პიგმალიონის" მიხედვით), ლიპარიტი(შ. მილორავას "კახაბერის ხმალი"), ბესარიონი(დ. კლდიაშვილის  "სოლომან მორბელაძე"). გადაღებულია ფილმებში: ჭიპილია("ჩარირამა", რეჟისორი ნ. სანიშვილი), ჩიკოტელა("ჩირიკი და ჩიკოტელა", რეჟისორი ბ. ხოტივარი), მოშიაშვილი(ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები", რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: