Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი ბეგალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1958–1959წწ. იყო ზუგდიდის შ. დადიანის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1960–1961წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1960–1963წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1963 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ზურიკელა (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), არისტო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ბაბაჯანა (ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები" ი. გრიშაშვილის მიხედვით), კურკა (გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი" მ. ჯავახიშვილის მიხედვით), დულიტლი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი", ბ. შოუს "პიგმალიონის" მიხედვით), ლიპარიტი (შ. მილორავას "კახაბერის ხმალი"), ბესარიონი (დ. კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძე"). გადაღებულია ფილმებში: ჭიპილია ("ჩარირამა", რეჟისორი ნ. სანიშვილი), ჩიკოტელა ("ჩირიკი და ჩიკოტელა", რეჟისორი ბ. ხოტივარი), მოშიაშვილი (ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები", რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე), აღა ("დონ ჟუანის დაბადება", რეჟისორი გია კაჭარავა, 1995; ფილმმა მოსკოვის 1996 წლის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში "საუკეთესო კომედიური ფილმის" პრიზი მოიპოვა). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.177 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |