The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1954  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი, სოფელი ჟებოტა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1980 წელს.

1968-1971წწ. სწავლობდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში; 1977 წელს იყო თიანეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი; 1980-1982წწ. თიანეთის 73-ე სპტ სასწავლებლის პედაგოგი; 1982-1984წწ. თიანეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების ეკონომისტ-ბუღალტერი; 1984-1986წწ. თიანეთის აგროსამრეწველო გაერთიანების, ეკონომისტი, რევიზორი; 1986-1991წწ. თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე; 1991 წელს თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე; 1992-1995წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004 წელს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004-2007წწ. გორის(შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2007 წელს თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2017 წლიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 230; საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-)
  • საქართველოს სოციალისტური პარტია, წევრი (1997-)

გააზიარე: