Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მეჭიაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი სპეცილობა მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1980 წელს. 1968-1971წწ. სწავლობდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში; 1977 წელს იყო თიანეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი; 1980-1982წწ. თიანეთის 73-ე სპტ სასწავლებლის პედაგოგი; 1982-1984წწ. თიანეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების ეკონომისტ-ბუღალტერი; 1984-1986წწ. თიანეთის აგროსამრეწველო გაერთიანების, ეკონომისტი, რევიზორი; 1986-1991წწ. თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე; 1991 წელს თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე; 1992-1995წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან; 2004 წელს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004-2007წწ. გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2007 წელს თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2017-2020წწ. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 230; საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.256 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |