The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური მეჩითოვი

იური მეჩითოვი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. იყო "საქგიპროშახტის" ინჟინერი; 1975-1980წწ. პროფსაბჭოს კინომოყვარულთა სტუდიის მეთოდისტი; 1980-1990წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ფოტოგრაფი; 1986 წლიდან გაზეთ"ქართული ფილმის" ფოტოკორესპონდენტი; 1992-1996წწ. რუსთაველის თეატრის ფოტოგრაფი;  1996-2002წწ. "ფოტობანკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1998-2002წწ. კულტურის ინსტიტუტის მხატვრული ფოტოგრაფიის პედაგოგი; 2002 -2004წწ. "მთავარი გაზეთის" ფოტორედაქტორი; 2008–2010წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წელს დაარსა და მუშაობდა ლექტორად "მეჩითოვი დეისაძის
ფოტოსახელოსნოში"; 2012 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. ორასამდე ჯგუფური და პერსონალური ფოტოგამოფენის მონაწილეა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მუშაობდა  მთელ რიგ გამოცემებზე, როგორც დიზაინერი, ფოტოგრაფი და ფოტორედაქტორი; არის ბევრი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის დაკვეთით განხორციელებული 5 პროექტი; პოლიტიკური, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი ხასიათის პუბლიკაციების და ასევე რამდენიმე პროზაული ნაწარმოებების ავტორია. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 229


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ღია საზოგადოება საქართველო", ბორდის წევრი (1995-1996)
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს ხალხის კონგრესი", ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992-)

გააზიარე: