The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბეგალიშვილი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1989  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სავიოლინო კლასი 1944 წელს.

1944–1967წწ. უკრავადა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში; იყო საქართველოს ფილარმონიისა და რადიოს სოლისტი; ქართველ კომოზიტორების, აგრეთვე კლასიკოსთა ნაწარმოებების ინტერპრეტატორი, ქართველი კომპოზიტორების მიერ ალტისთვის დაწერილი მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი). პროფესორი (1964).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - სიმებიანი კვარტეტის საერთაშორისო კონკურსი(პრაღა) , ლაურეატი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1952 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: