Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქაიხოსრო გურამიშვილი![]()
BiographyXVIII საუკუნის 30–იან წლებში იმყოფებოდა რუსეთში, იოსებ სამებელის(ქობულაშვილი) ამალაში; მიიღო ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის იღუმენობა; მოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწეთა დავალებით მან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში მოამზადებინა ქართული შრიფტისა და სტამბის მოწყობილობა; მანვე წარადგინა კალიგრაფიული ქართული ანბანი და ასოთა რიცხვითი მნიშვნელობანი; რუსი, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი შრომით აქვე დაიბეჭდა "ანბანი"(ქართული, გერმანული, რუსული) საკითხავი მასალითურთ; იყო ამ გამოცემის ქართული ნაწილის რედაქტორი; 1737 წელის შემოდგომაზე მოეწყო პირველი ქართული სატმბა მოსკოვში; იყო საგამომცემლო გეგმის ერთ–ერთი თანაავტორი და შემდეგ ამ გეგმის განმახორციელებელი; ანტონ I-თან ერთად მისი ხელმძღვანელობით გამოსული წიგნები ხელს უწყობდა ქართული კულტურის აღმავლობას; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული სტამბის აღდგენაში; მან შემდგომში მისიონერული მოღვაწეობა გაშალა ჩრდილოეთ კავკასიაში; დიდი ენერგია შეალია ოსი და ამიერკავკასიაში მოსახლე სხვა ხალხების კულტურულ აღორძინებას, მეზობელ ხალხთა დაახლოებას; მოსკოვის ქართული ახალშენის თვალსაჩინო მოღვაწე, ქართული შრიფტისა და რუსეთში პირველი ქართული სტამბის პრაქტიკული ორგანიზატორი, მმართველი და რედაქტორ–გამომცემელი, მისიონერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |