The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაპა ბებურიშვილი

ოფიციალური სახელი:პაპა ბებურიშვილი–ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერეკლე II–ის თანამებრძოლი; კახელი თავადიშვილი; თავდაპირველად მხარს უჭერდა ასან–მირზას (დავით II–ის ძე) თეიმურაზ II–ისა და ერეკლე II–ის წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდგომში ერეკლეს მიემხრო. 1751 წელს, აგარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ბებურიშვილმა ერეკლე II მდინარე ალაზანში დახრჩობას გადაარჩინა; 1755 წელს იგი მეთაურობდა 206 მოხალისე თავადს, აზნაურსა და გლეხს, რომლებმაც გაარღვიეს ყვარლის ალყა (ყვარლის ბრძოლა 1755 წელი) და მეციხოვენეებს სურსათი და ტყვია-წამალი მიაწოდეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387


გააზიარე: