The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მეღვინეთუხუცესი

ოთარ მეღვინეთუხუცესი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 2013  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი(სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო(უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი(მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი("ფატიმა" ), გიგა ბეთანელი("კეთილი ადამიანები"), ჯოყოლა("ვედრება"), მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), არზაყანი("მთვარის მოტაცება"), ელიოზი("ნატვრის ხე") , დათა("დათა თუთაშხია"), ისიდორე("თეთრი ბაირაღები") და სხვ. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 229; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.35

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • რუსთაველის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია "კუმირი"
  • 2001 - რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია "თოლია"
  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია
  • 1991 - ტოკიოს IV-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დ. ასტრახანის ფილმში "განვედ ჩემგან"
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, დათა თუთაშხიას როლისთვის
  • 1979 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1977 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "იზიდი"

გააზიარე: