The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ბებურიშვილი

მალხაზ ბებურიშვილი
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1932
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 2018  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1956წწ. იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1956–1957წწ. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1957–1959წწ. წლებში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში; 1959 წლიდან დაბრუნდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოლომიიცევი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), პეტია (მ. გორკის "უკანასკნელნი"), არზაყან ზვამბაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ჰემონი, კრეონი (სოფოკლეს "ანტიგონე", "ოიდიპოს მეფე"), ადიკო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მურავიოვი (დ. თაქთაქიშვილის "გრიბოედოვი"), მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მინაგო (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ლევანი, რაჟდენ თორდია (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა", "ჰაკი აძბა"), ჩუდაკოვი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), ჟონვალი (ძმ. ტურების "მეექვსე სართული"), მექი (კ. ლოთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), აბე (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), დევი (ა. პარნასის "აფროდიტეს კუნძული"), პეტრი (ა. კ. ჩაპეკის "დედა"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არზაყანი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), პეტია (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), ბეგთაბეგოვი (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ქაიხოსრო (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), მერაბ დარიალოვი (ა. ჩხაიძის "დარიალოვი"), აბიბო თორდია (ნ. დუმბაძის "ისევ ამქვეყნად დავრჩები"), ჯოყოლა ("ორი პოემა" ვაჟა–ფშაველას მიხედვით), მთხრობელი (თ. გოდერძიშვილის "ილია ვარ"); კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიგია ("ისინი ჩამოვიდნენ მთიდან"), გიორგი ("შეხვედრა წარსულთან"), ოთარი ("ჯვარცმული კუნძული"), "ჭიაკოკონა", "წუთისოფელი", "ლევან ხიდაშელი", "მზე შემოდგომისა", "დათა თუთაშხია", "ჯვარცმული კუნძული"; 60 წლის მანძილზე, მან თეატრის სცენაზე განასახიერა 35 მთავარი როლი აქტიურად მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან", სადაც გადაღებულია 10-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში; მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში: "გამარჯობა, ჩვენო მამებო", "ირინეს ბედნიერება", "დავიწყებული ამბავი" და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387; ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.45-46; კვირა - საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: kvira.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: