შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურანდუხტი![]()
ბიოგრაფიაX საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი II-ის აფხაზთა მეფის (922-957) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა; 975 წელს საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის დიდებულებს, რომელთაც უფლისციხეში მყოფი გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს; ამის საპასუხოდ დავით III დიდი კურაპალატი თრიალეთში წავიდა ლაშქრით, რათა შეჭრილიყო კახეთში, მაგრამ კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს და ტყვეები გაათავისუფლეს; 70-იანი წწ. ბოლოსა და 80 წწ. დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |