შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გურასპაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1994 წლიდან არის პროფესორი; 1961 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; შექმნილი აქვს პორტრეტები და ჟანრული ხასიათის კომპოზიციები: "მოკრივე" (1961), "ჩემპიონი" (1962), "წყაროსთან" (1962), "ქალიშვილის პორტრეტი" (1965), "მწველავი" (1967), "მოჭიდავე" (1970); გრაფიკული სერიები: "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება" (1973-1974), "შორეული აღმოსავლეთი" (1975), "ბალტიისპირეთი" (1978); გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |