The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია მეფარიშვილი

გია მეფარიშვილი
Date of birth:7 June, 1959  (65 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ახ. ბაღდათი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს; 1987 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1988-2009წწ. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1996-1999წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, მე-2 კოლეგიის თავმჯდომარე; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს გენერალური პროკურორი (2001); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2009-2011წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი და სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პროგრამული მიმართულების ხელმძღვნელი; 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი; მისი  მონაწილეობით და უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი საკანონმდებლო აქტი; გამოქვეყნებული აქვს 57 სამეცნიერო ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესის და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია. მინიჭიბელუ აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი (1999) და იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება (2001). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სისხლის სამართლის პროფესორი.

დისერტაციის თემა - "პირადი ცხოვრების საიდუმლოებათა დაცვა სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 228; საერთო სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის ვებგვერდი: iccld.geსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 255

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მოწყობის რეფორმის სამთავრობო კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წეცრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარის მოადგილე (1996-1999)
  • საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, წევრი

Bibliography


Share: