The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბებურიშვილი

ოფიციალური სახელი:თამარ სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1881
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1956  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსები.

1907 წელს მუშაობა დაიწყო პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიის კათედრაზე; 1910 წლიდან მუშაობდა თბილისში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი "შრომის სკოლის პრინციპები"; 1936 წლიდან მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში. მისი შრომები ეძღვნება ქიმიის და პედაგოგიკის საკითხებს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.386


გააზიარე: