შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით 1990 წელს. 1995 წელს თბილისში დაარსდა მისი სახელობის ჩოგბურთის აკადემია; 1997 წელს დააარსა თბილისისა და ბათუმის ღია პირველობები ჩოგბურთში პროფესიონალ ქალთა შორის. WTA ტურის გამარჯვებული (ნეშვილი, აშშ, 1989; ოკლენდი, ახალი ზელანდია, 1990; ველინგტონი, ახალი ზელანდია, 1991; ჰობარტი, ავსტრალია, 1995); მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეული (1990, 1992); 1992 - ოლიმპიური თამაშების (ბარსელონა) მესამე პრიზიორი (წყვილთა თანრიგი); სსრკ მრავალგზის ჩემპიონი; საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი ქალი საქართველოში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 227; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.154 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |